პრობაციონერები კონცერტს დაესწრნენ

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიწვევით, კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრნენ. თელავში, კულტურული კვირეულის, „შემოდგომის ფესტივალის“ ფარგლებში გამართულმა წარმოდგენამ, რომელშიც პიანისტი ელისო ვირსალაძე და სხვა ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, მოზარდების დიდი მოწონება დაიმსახურა.

თეატრის დირექციამ პრობაციონერები წარმოდგენებზე სამომავლოდაც მიიწვია.

პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის ხშირად მართავს კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, რაც მათ ღირებულებათა გადაფასებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.
 

 


უკან დაბრუნება