შსს-ს გუნდი ევროპის ჩემპიონია
|
4- 6 ოქტომბერს ქალაქ ბურსაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა კლუბებს შორის, სადაც საქართველოს 9 კლუბის 30 სპორტსმენი იბრძოდა საქართველოს სახელისთვის. თუქრეთის ევროპის ჩემპიოანტში 1700 სპორტსმენი ასპარეზობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეჯიბრი ევროპის კარატეს კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა. ამჯერად, საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი დიდი შესაძლებლობები და 6 ოქრო, 5 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოუტანა ქვეყანას. „შედეგებით კმაყოფილი ვარ, მინდა საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება - ჩემპიონი საქართველოს კარატეს არაერთი კლუბი გახდა და მათ შორის, შსს-ს ნაკრებმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა შსს მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ქართველ სპორტსმენების თანადგომისთვის და კიდევ იმისთვის, რომ მათ ჩვენთან ერთად იასპარეზეს და ქართული კარატე სხვა რანგში ასახელეს. ამავე დროს ბურსაში ქართული კარატეს წინსვლისთვის შეხვედრები გავმართე მასპინძელი ქალაქის მერთან სპორტსმენების გაცვლაზე და დონის ასამაღლებლად, რის შესახებაც თბილისის სპორტის სამსახურთან, ბატონ მამუკა ქაცარავასთან მოხდა შეთანხმება და ოფიციალური ხელშეკრულებაც გაფორმდა. ასევე შევხვდი ტანზანიის სპორტის მინისტრს, რომელთანაც ისევ თანამშრომლობაზე შევთანხმდით“, - განაცხადა ბურსადან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ. ევროპის ჩემპიონები: გუგა ივანიშვილი, გიორგი კეჩეხმაძე, კობა ცერცვაძე, ლევან ლომიძე, გელა პავლიაშვილი, გოგიტა როდონაია. ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი უკან დაბრუნება |