ქართული ღვინო რუსეთში შეიძლება კვლავ აიკრძალოს

სტატიას, ამ სათაურით რუსული საინფორმაციო საიტი ,,ინტერფაქსი" აქვეყნებს. ნათქვამია, რომ რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, რუსულ ბაზარზე, 28 სახეობის ქართული ალკოჰოლური სასმელი არ დაუშვა, რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა რუს ექსპერტებს წარუდგინეს.
რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს განცხადებით, 28 დაწუნებული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შორის არიან - ,,იმედი-96",  ,,შუხმაინ ვაინს ჯორჯია", ,,ძმები ასკანელები" და სხვა.
,,ამ ყველაფერმა გვაიძულა, კვლავ ეჭვი შევიტანოთ ქართული მხარის სურვილზე, შემოიტანოს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია რუსულ ბაზარზე, რაც იმის საფუძველი შეიძლება გახდეს, რომ გვქონდეს სტაბილური და ცივილიზებული ურთიერთობა მათთან. მიღებული დასკვნები, მიგვითითებს რომ, ქართული ღვინის მწარმოებლებმა ვერაფერი ისწავლეს, იმ სიტუაციიდან, რაც ჩვენ გვქონდა. ამ ყველაფერმა კი შეიძლება ჩვენი ურთიერთობების გადახედვა გამოიწვიოს, ქართულ-რუსული საქმიანი პარტნიორობის კუთხით" -  განუცხადა ,,ინტერფაქსს" მთავარმა სანიტარმა.
ზაფხულის შემდეგ, რუსეთში, საქართველოდან 22 ღვინის მწარმოებლის 1739 პარტია ქართული ღვინო გაიგზავნა, რომლის მთლიანი ოდენობაც 6 მილიონ ლიტრს აღემატება.
ონიშენკომ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, სიტუაცია სხვანაირია აფხაზეთის მთავრობასთან მიმართებაში. აფხაზეთი ბოლო რამდენიმე წლის განმალობაში გზავნის პროდუქციას, რომლის მიმართაც ხარისხთან დაკავშირებული სერიოზული პრეტენზიები არ არსებობს. ონიშენკოს  განცხადებით, 2013 წელს, აფხაზეთიდან რუსეთში 715 პარტია ალკოჰოლური პროდუქცია შეიტანეს, რომლის ოდენობაც 8.5 მილიონ ლიტრამდეა.


უკან დაბრუნება