ავტორი მეგი მაჭარაშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ სამკითხველოს დარბაზში, ჰოლანდიელი რეჟისორის რენზო მარტენსის ფილმის (,,ეპიზოდი 1" ) ჩვენება მოეწყო. ათ წელზე მეტია, იგი დოკუმენტურ ფილმებს იღებს. ,,სამყარო, როგორც მაყურებლის სამოთხე" - ეს არის მარტენსის კონტრვერსიული ფილმების მთავარი თემა. ფილმი მოგვითხრობს, რეჟისორის ფარულ ვიზიტს ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკში, ომისა და გენოციდის თემაზე დოკუმენტალისტების მუშაობას. ფილმის შესახებ ისაუბრა ხელოვანმა, ელკე რულანტმა. (ელკე რულანტი ფოტოგრაფი და მედიასპეციალისტია. არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა ფოტო-პროექტზე მუშაობდა, მათ შორის, საქართველოშიც.) რეჟისორის ტრილოგიას - ,,სამი ეპიზოდი", რომელიც ახლა იქმნება, მსოფლიოში, უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. „ეპიზოდი 1 “ – 2003 წ. , ,,ეპიზოდი 3” – 2008 წ. და მესამე ფილმს - ,,ეპიზოდი 2”, ახლა იღებს, არ ვიცით სად და შინაარსობრივად რის შესახებ. „ჰუმანიტარული აქტივობების ინსტიტუტი“ ეს ორგანიზაცია კონგოში დაარსდა. მთელ მის ჯგუფს რაც აინტერესებს არის: სიმართლე და პოლიტიკა. მისი აზრით, ომში და კრიზისულ რეგიონებში, ყოველთვის არის მაყურებელი, რომელიც ირჩევს ვისი მხარე დაიჭიროს. მეორე ფილმი კიდევ უფრო მძაფრი საყურებელია, იგივე ჯგუფი მიდის კონგოში, სადაც ომია გაჩაღებული და, იქ თვითონ მარტენსი იღებს მონაწილეობას, ამით მას სურს, მაყურებელმა განიცადოს რას გრძნობენ ომისგან დაზარალებული ადამიანები, რომელთანაც ჩადიან ჟურნალისტები, კინო რეჟისორები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, უსვამენ მათ კითხვებს და გამოხმაურება არ არის, რადგან სწორედ ეგ ადამიანები იკეთებენ რეკლამას ამ თემაზე მუშაობით... ფილმში, რეჟისორის მხრიდან არსებული სიტუაციის ცინიზმით აღქმა ჩანს.
„კონგოში ჩასულმა რეჟისორმა, უზარმაზარი ბილბორდი გააკეთა წარწერით – „ისიამოვნეთ სიღარიბით“. ამას საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობრივი რეაქცია მოჰყვა , რეჟისორი გაჭირვებულ ხალხს დასცინისო, სინამდვილეში მისი მიზანი – ღარიბი ხალხის დახმარება იყო. უფრო მეტი ფული კეთდება მედიაში გაჭირვებულ ხალხზე ინფორმაციის გაშუქებით, ვიდრე ბრილიანტებზე... რენზო მარტენსს ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა აჩვენებენ, რომ თემა ყოველთვის აქტუალურია“ – განაცხადა ელკე რულანტმა. კონგოში, მის ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა არა წარმატება, რადგან ხალხის დიდი ნაწილი გაღიზიანდა. რის შემდგეგაც, ის კონგოდან წამოვიდა. მის მშობლიურ მხარეში , ამსტერდამში, მისი საქმიანობის შესახებ ძალიან ბევრი დაწერეს. ფილმის ჩვენება რუსულ ენაზე იყო, ხოლო ხელოვან ელკე რულანტის საუბარი ითარგმნებოდა.
უკან დაბრუნება
|