სასამართლო პროცესზე პატიმარმა ადვოკატს უნდობლობა გამოუცხადა

ავტორები

ვერიკო ბუბუტეიშვილი

თეონა ამბროლიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე მაია შოშიაშვილის თავმჯდომარეობით, ზურაბ გაბლიშვილის საქმე განიხილეს, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “დ“ ქვ/პ სამართლდება. აღნიშნული მუხლი, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტს ითვალისწინებს, რაც ჩადენილია არაერთგზის და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან-თოთხმეტ წლამდე.  დაცვის მხარეს ადვოკატი ნინო მიქატაძე წარმოადგენდა.

 სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე, ბრალდებულმა ადვოკატის  აცილებასთან დაკავშირებით,  მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა. რაზეც მან განმარტა, რომ ადვოკატისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა და იგი, პირადი შეუთანხმებლობით არის გამოწვეული. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. 

გამოძიების თანახმად, ბრალდებულის სახლში პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება „დეზომორფინი“ ამოიღეს, რომელიც ერთჯერადი მოხმარების „შპრიცში“ იყო. ექსპერტიზამ მასზე განსასჯელის  თითის ანაბეჭდები აღმოაჩინა. მტკიცებულებების აღმოჩენამ, ეჭვმიტანილის ბრალეულობა, კიდევ უფრო დაამძიმა, რის შედეგადაც მას სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის II ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 8 წლით ეზღუდებოდა. მაგრამ ადვოკატის ძალისხმევით, პროკურატურასთან შეთანხმება მოხდა, რის შედეგადაც თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვით შეეფარდა. აღნიშნულ განაჩენზე ბრალდებულმა პროტესტი გამოთქვა და კატეგორიულად არ დაეთანხმა, რადგან ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.  მან განაცხადა, რომ წინა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა, პროკურატურასთან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა, რის თანახმადაც თავისუფლების აღკვეთა, მხოლოდ ერთი წლის ვადით უნდა შეეფარდებინათ. რადგან სიტყვიერი შეთანხმება არ შედგა, მან დუმილის უფლება დაარღვია.

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის განცხადებამ გაუგებრობა  გამოიწვია, ამიტომ არსებული საქმის პროცესი, 2013 წლის 22 ოქტომბერს განახლდება.

 


უკან დაბრუნება