სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს პოეტებმა, კიდევ ერთი საღამო ,,აჩუქეს"

ავტორი
სოფო ხვიბლიანი

სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის  ლიტერატურული  საღამო გაიმართა,  რომლის  ორგანიზატორიც, ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა აბულაზე იყო, ხოლო ღონისძიება გიორგი მოსიაშვილს, ედუარდ უგულავს და ნათია ჯანაშიას მიჰყავდათ.
კახა აბულაძე: ღონისძიება სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა, ბევრი პირველი კურსელი გვყავს და გვინდა, მრავალფეროვანი გარემო დავახვედროთ. ეს ერთი ნაწილია, იმ  ღონისძიებების ციკლიდან, რომელიც სტუდენტებს შევთავაზეთ.
– მსგავს ღონისძიებას წელიწადში რამდენჯერ ატარებთ?
– გასული წლის ნოემბრიდან დღემდე, უკვე ასოცდათვრამეტი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული და აქედან, ორმოცი პროცენტი კულტურულ ღონისძიებას შეადგენს.
– რა კრიტერიუმებით არჩევთ მონაწილეებს?
– ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებთანაც, რამდენიმე  წლის ურთიერთობა გვაკავშირებს, ისინი ჩვენთან უანგაროდ მოდიან და ცდილობენ სტუდენტებს ცხოვრება გაულამაზონ.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს პოეტებმა, კიდევ ერთი საღამო ,,აჩუქეს"
– გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე.
– ღონისძიებების გარდა, ასევე დაგეგმილია  ექსკურსიები. შევეცდებით მაქსიმალურად ჩავრთოთ თვითმართველობაში ახალი სტუდენტები. კულტურულ, სოციალურ, სპორტულ, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო მიმართულებებში  სტუდენტები, ჯგუფურად მუშაობენ და მათ  უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მხარდაჭერაც აქვთ. რაც შეეხება მაღალკურსელებს, ჩვენთან არის ერთ-ერთი მიმართულება - „პროფესიული დასაქმების და ინტეგრაციის სტუდენტური სამსახური“, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკებში პრაქტიკებზე სტუდენტების გაშვებას. გასულ  წელს, 120 სტუდენტამდე დავასაქმეთ და ვფიქრობ, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ჩვენ გავზრდით პროფესიონალ ექიმებს, რომლებიც ასახელებენ  ჩვენს უნივერსიტეტს.

–  გიორგი მოსიაშვილი: როცა სამედიცინი უნივერსიტეტიდან დამიკავშირდნენ,  დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რომ ასეთი ლამაზი საღამო მოგვეწყო სტუდენტებისთვის. 
– რა მოაქვს მსგავს ღონისძიებებს თქვენთვის?
–  ძალიან დიდი სიამოვნება, ნამდვილად კარგი საღამო შედგა.
– გვესაუბრეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მოტივზე.
– მოტივი ერთმანეთთან შეხვედრა და გაცნობა, ასევე პოეზიის შეყვარებაა.
– როგორც პოეტმა, როგორ შეძელით  თავი საზოგადოებისთვის შეგეყვარებინათ?
– უმჯობესია, ეს ჩემს მსმენელს ჰკითხოთ.
– თქვენი სამომავლო გეგმები.
– ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებ, რასაც საზოგადოება მალე გაიგებს. ასევე, ვაპირებ ჩემი პირველი წიგნის გამოშვებას, სავარაუდოდ ზაფხულისთვის. სხვა პატარა გეგმებიც მაქვს, რომლებსაც ჩემთვის დავიტოვებ...

– ნათია ჯანაშია: ღონისძიებაში მონაწილეობა, გიორგი მოსიაშვილის თხოვნით მოვედი. აქტიურ მონაწილეობას  ვიღებ საქველმოქმედი ღონისძიებებშიც და ყველანაირად ვცდილობ, ადამიანებს გვერდში დავუდგე. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, ვთვლი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ყველა კმაყოფილი დარჩა.

 


 


უკან დაბრუნება