რას „გვიმესიჯებენ“ საპრეზიდენტო კანდიდატები

ავტორი

გიორგი გაბაშვილი

2013 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნებია. პრეზიდენტობის სურვილი   საკმაოდ ბევრმა პირმა გამოთქვა.დროისათვის „ცესკომ“, უკვე 23 სუბიექტი დაარეგისტრირა.  საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 სექტემბერია და ოფიციალურად იხსნება საარჩევნო კამპანია, თუმცა ,,კამპანია“ რეალურად დიდი ხანია დაიწყო.
27 ოქტომბერს, საქართველო, რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის „მანქანები“, უფრო მეტი დატვირთვით ამუშავდნენ. მომავალ პრეზიდენტს უფრო შეკვეცილი უფლებები ექნება, ვიდრე დღევანდელს, (აღმასრულებელ  ხელისუფლებას, პარლამენტს პრემიერ-მინისტრი წარუდგენს და სხვ.)   თუმცა პრეზიდენტობის სურვილის 54-მდე პირმა გამოთქვა, მათგან 23 ,,ცესკომ“, უკვე დაარეგისტრირა. პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არიან - ქართლოს ღარიბაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე, ავთანდილ მარგიანი, მიხეილ-გელა სალუაშვილი და სხვ.
პრეზიდენტობის სურვილს ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალა გამოთქვავს. საპარლამენტო უმცირესობიდან, ,,ნაციონალური“ მოძრაობის კანდიდატია - დავით ბაქრაძე, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი. სწორედ  ეს ორი მიიჩნევიან მთავარ პრეტენდენტებად, თუმცა რეიტინგების მიხედვით, შანსი  „დემოკრატიული  მოძრაობა - ერთიანო საქართველო“-ს ლიდერს  ნინო ბურჯანაძესაც აქვს.

რას  „გვიმესიჯებენ“  საპრეზიდენტო  კანდიდატები
ქვეყანაში, უკვე მიმდინარეობს სააგიტაციო შეხედრები მოსახლეობასთან. ბილბორდებზე, უკვე გვხვდება კანდიდატების პოსტერები. ამ ციებ-ცხელების ფონზე საინტერესოა, როგორ წარმართავენ პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნი კამპანიას. პოლიტიკური პიარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი კანდიდატთა სლოგანებია. საინტერესოა, რამდენად რეალურია ის მესიჯები, რომლბსაც სლოგანების სახით იღებს საზოგადოება.
„ქართული ოცნების“ კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის სლოგანია - „ერთად   განვაგრძოთ წინსვლა“. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მე გუნდის წევრი ვარ და არა ცალკე აღებული პოლიტიკოსიო. სწორედ ეს მესიჯი მოდის მარგველაშვილის სლოგანიდან, სადაც პიარის თვალსაზრისით ყველაზე კარგი სიტყვაა - „ერთად“. ერთიანობა დადებით განწყობას იწვევს ამომრჩეველში, თუმცა მთლიანად ფრაზა „ერთად   განვაგრძოთ წინსვლა“ ცოტა ხმამაღლად ჟღერს, რადგან 23 ოქტომბრის „ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევების მიხედვით, ქვეყნის მხოლოდ 4 % თვლის, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობამ მოიმატა, ხოლო 32 % ამბობს, რომ  კრიმინალის დონე გაიზარდა. ხოლო კითხვაზე:  როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო?   დაახლოებით 40% თვლის რომ დადებითად, მაშინ წინა წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 55%-ამდე იყო მისული. ამ 15%-იანი კლების ფონზე, წინსვლას, მხოლოდ ქვეყნის 40% ხედავს. ამაზე უკეთესი შედეგი კი კოალიციამ წინა არჩევნებზე აჩვენა (51%). ასე, რომ ლოგიკურია, როცა საარჩევნო სლოგანი ვერ მოქმედებს ფართო მასებზე.

რას  „გვიმესიჯებენ“  საპრეზიდენტო  კანდიდატები
ამის მიუხედავად, ,,ქართული ოცნების“ ოცნების მხარდამჭერებზე ეს სლოგანი იწვევს განცდას, რომ „წინსვლა“ მათი და მთავრობის  მიერ, ერთად იქნა მიღწეული, რაც უფრო აძლიერებს ამ პოლიტიკური ძალისა და მისი ელექტორატის დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი.
საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარეა და დიდი ხანია, რაც პოლიტიკაშია (მარგველაშვილისგან განსხვავებით), ამიტომ უფრო რეიტინგულიცაა. მის საარჩევნო კამპანიას ლაითმოტივად გასდევს სლოგანი - „ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა“. ეს პოლიტიკური ძალაც იყენებს სიტყვას „ერთად“, რაც კარგად მოქმედებს ხალხზე, თუმცა მთლიანი ფრაზის შემთხვევაში, გარკვეული პლიუსები და მინუსები იკვეთება.
უპირველესი პლიუსია ის, რომ შეკვეცილი უფლებების ფონზე, პრეზიდენტს სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ რამენაირად აკონტროლოს მთავრობა. ამ კონტროლში (ალბათ) იგულისხმება „ვეტოს უფლება“. ასევე მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთი გუნდია, პრეზიდენტს შეუძლია „საზოგადოებრივი გუშაგის“ როლი იტვირთოს და საზოგადოების ინფორმირებულობა უზრუნველყოს.

რას  „გვიმესიჯებენ“  საპრეზიდენტო  კანდიდატები
იდეაში, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ კონსტიტუციურად მთავრობა, უნდა აკონტროლოს პარლამენტმა და არა პრეზიდენტმა, ასე რომ ამ სლოგანს აქვს მინუსი - შეუძელებელია აკონტროლო მთავრობა, როცა არ გაქვს ამისთვის კონსტიტუციური ბერკეტი.
რეიტინგების მიხედვით, პრეზიდენტობის შანსი ნინო ბურჯანაძეს აქვს. ბურჯანაძეც დიდი ხანია პოლიტიკაშია, იყო ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე. მისი სლოგანია -„სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის“. იმის მიუხედავად, რომ სლოგანი საკმაოდ ზოგადია, უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე მისაღებია საზოგადოებისთვის. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია სამართლიანობა, ამიტომ იგი დადებით ემოციას იწვევს. მეორე საკითხია, რამდენად მოელის საზოგადოება  ბურჯანაძისგან სამართლიანობის აღდგენას, თუმცა სლოგანი საკმაოდ რეალისტურია და ალბათ პროდუქტიულიც იქნება.
პრეზიდენტობის შანსი, თითქმის არ აქვთ სხვა კანდიდატებს, თუმცა საინტერესოა მათი სლოგანებიც. გიორგი თარგამაძე (ქდმ) აქცენტს აკეთებს სოციალურ თემაზე: „საარსებო მინიმუმი 250 ლარი“. ასევე სოციალურ თემაზე აკეთებს აქცენტს შალვა ნათელაშვილი: - „ქვეყნის მჭამელ ბანკებს ხალხის დაყაჩაღებას არ შევარჩენ“ - ასეთია მისი სლოგანი. ეს ორივე შემთხვევა ლოზუნგი უფროა, ვიდრე სლოგანი. რეალურად ორივე კარგის მომტანია, მაგრამ საზოგადოებისთვის ირეალური და უცნობია, როგორ აპირებენ კანდიდატები ამ მიზნების მიღწევას.

რას  „გვიმესიჯებენ“  საპრეზიდენტო  კანდიდატები
არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, ქვეყანა საარჩევნო კამპანიების ბატალიებადაა ქცეული. უცნობია, ექნება თუ არა ამ სლოგანებსა და პიარ-აქციებს რეალური გავლენა არჩევნების შედეგებზე.  ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.


უკან დაბრუნება