კაცი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა... საქართველოდან -იერუსალიმამდე და ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე

ავტორი 

მეგი მაჭარაშვილი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სტუდია  „გუთანი“-ს  ახალი ფილმის „არაჩვეულებრივი"-ის ჩვენება გაიმართა.

„არის ადამიანი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა. როდესაც პილიგრიმებზე მუშაობა დავიწყეთ და ეს ადამიანი გავიცანით, ფილმი შინაარსობრივად სულ სხვანაირად წარიმართა. მივხვდით შემოქმედებით ინდივიდთან გვქონდა საქმე. აზრი მოგვაწოდა, გვიყვარდეს ერთმანეთი, ამიტომ მოგიწვიეთ აქ, რათა სიყვარულის დღესასწაული მოვაწყოთ.“ - განაცხადა რეჟისორმა.

ფილმი თანამედროვე ქართველი პილიგრიმის, ფეხით მომლოცველის, უნიჭიერესი ადამიანის პაატა მოისწრაფიშვილის სიყვარულით, რწმენით განვლილი გზების შესახებ მოგვითხრობს. საქართველოდან-იერუსალიმამდე და ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე! ფილმის შესავალში, მთავარი გმირის ცხოვრებაა აღწერილი: მან შექმნა ნახატი - „არაჩვეულებრივი“, წერდა ზღაპრებს, დგამდა პიესებს ბათუმში. პიროვნების ფერისცვალება მამის გარდაცვალებამ გამოიწვია... მან სძლია დროს, მზად არის სიყვარულის შესაქმნელად და გასაცემად.

კაცი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა... საქართველოდან -იერუსალიმამდე და ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე

,,ეროვნულ გალერეაში ერთ-ერთი გამოფენის დროს დარბაზში მზე შემოგორდა და ვიყვირე- ღმერთი მოვიდა მეთქი. მას შემდეგ ჯერ ერთი წვეთი მომეცა, ორი, სამი და ბოლოს სავსე ჭიქით მივედი უწმინდესობასთან, ჩემი ჭიქა რწმენით არის სავსე და იერუსალიმში გამიშვი მეთქი, კურთხევა მივიღე…”

„არაფერი არაა ეს ცხოვრება, თუ არა ის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ერთმანეთი!  უფლის საჩუქარი სიცოცხლეა და ის, მხოლოდ სიყვარულისთვის მოგვეცა.“

 

კაცი, რომელიც იერუსალიმში ფეხით ჩავიდა... საქართველოდან -იერუსალიმამდე და ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე

ფილმის რეჟისორი ლექსო გელაშვილია, კინოპროდიუსერი დავით ყალიჩავა.

ფილმის ჩვენებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მსახიობები და სასულიერო პირები.

 


უკან დაბრუნება