„ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ბექა თ. ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული აღიარებს ე.წ. „ქურდულ სამყარო“-ს და მისი აქტიური წევრია. მას ურთიერთობა ჰქონდა პატიმრობაში და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრებთან.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

 


უკან დაბრუნება