ეროვნულ ბიბლიოთეკაში მეცნიერმა გიორგი ცხადაიამ საჯარო ლექცია გამართა

ავტორი 

მეგი მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრმა გიორგი ცხადაიამ, საჯარო ლექცია - „თანამედროვე სოციალური მოძრაობები" - წაიკითხა.  

გიორგი ცხადაიამ, მუშათა კლასზე, გერმანელ ,,მწვანეებზე”, სოციალურ დემოკრატიულ წყობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ახალ, თანამედროვე სოციალურ მოძრაობებს ორ ნაწილად ყოფს: პირველი, რომელიც პოლიტიკაში შედიოდა,  ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც  ტადიციულ პოლიტიკაში არ შედიოდა.

მან განმარტა, თუ რას წარმოადგენენ სოციალური მოძრაობები, რა იდეები აქვთ, რა მიზნებს ემსახურებიან, რომ მათი წარმომადგენლები თვითრეფლექსიას მისდევენ. ისინი ძირითადად საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავენ და ინტელექტუალურ დისკუსიებში არიან ჩართულები.

„ჩემი ლექციის მიზანია, უფრო ინტენსიურად დავიწყოთ ფიქრი პრობლემებზე, რომელიც  თანაბრად აწუხებთ დედამიწის მაცხოვრებლებს, ეს გლობალური დისკუსიის ნაწილია. იმისათვის, რომ რაღაცის შეცვლა შევძლოთ, პირველ რიგში მოქმედებაა საჭირო და კიდევ, ახალი სოციალური მოძრაობები, ჩვენი სივრციდან არ უნდა განვდევნოთ.“

საჯარო ლექციას სხვადასხვა უნივერსირეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ლექცია ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება და მონაწილეობის მიღება. 

 


უკან დაბრუნება