უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“

სოციალური პროექტი - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

„საგამომცემლო სახლმა ქართულმა ელიტამ“, 2011 წლის 2 აგვისტოდან (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ანგელოზის დღეს და ილია მართლის (ჭავჭავაძის) კანონიზირების დღეს), განმეორებით გამოვეცით ილია ჭავჭავაძის გაზეთი „ივერია“, ხოლო 2012 წლის 2 მარტს, განმეორებითი გამოცემა დავიწყეთ პირველი ქართული საპოლიტიკო სალიტერატურო გაზეთ „დროებისა“, რომელშიც ოთხი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი დავასაქმეთ. 

შპს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“ აგრძელებს მრავალეტაპიან სოციალურ პროექტს - „გაზეთი „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმებას ითვალისწინებს, ილია ჭავჭავაძისეულ გაზეთ „ივერიის“ და გიორგი წერეთლის პირველ ქართული სალიტერატურო პოლიტიკურ გაზეთ „დროების“ ხელახალ (განმეორებით, რეპრინტულ) გამოცემაში.

პროექტი, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნებების დასაქმებაზე, მათ რესოციალიზაციაზე და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. პროექტი, ფაქტიურად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნებების დასაქმების და მათი სოციალური პრობლემების მოგვარების სახეს ატარებს. აღნიშნული საქმიანობა, ისტორიულ საქმეს ემსახურება, საქართველოს უმნიშვნელოვანესი, უძველესი პერიოდული გამოცემების ხელახალ გამოცემას, რომელიც, ამავე დროს, არის ისტორიული წყარო.

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“

მალე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში და სხვა საინფორმაციო სშუალებებით გავრცელდება აღნიშნული პროექტის კლიპი, რომლის საშუალებითაც პროექტის რეალიზაცია შესაძლებელი გახდება.

ძვირფასო საზოგადოებავ, იდეისთვის მნიშვნელოვანია, თქვენი მხარდაჭერა.

კლიპში მონაწილეობენ და მხარს უჭერენ პროექტს: თამრიკო ჭოხონელიძე, ლაშაჟვანია, გორგი (გოგი) ქავთარაძე, თემურ წიკლაური, კახა მიქიაშვილი, როლანდ ჭიაბერაშვილი და ოთხი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი: თეონა ბელთაძე, მაი ალომიძე, გიორგი ბერძენიშვილი, ლევან არეშიძე.

პროექტის არსებობა დამოკიდებულია სატელეფონო ზარების (ფასიანი, სპეც-ნომრის მეშვეობით - 0901 40 40 41) ან SMS-ის საშუალებით მიღებულ შემოსავლებზე: ერთი ზარის ან SMS-ის ფასია ერთი ლარი.

აღნიშნული პროექტის მსგავსი სახით რეალიზაცია, ხელს შეუწყობს „ივერიის“ და „დროების“ გამოცემას, მათ პოპულარიზაციას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა დამიანების უფლებების დაცვასა და დასაქმებას, მათ სრულ ჩართულობას ჩვენს საზოგადოებაში.

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით - „ივერია“ და „დროება“ - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პატივისცემით,

პროექტის და იდეის ავტორი, გაზეთების

„ივერიისა“ და „დროების“ განმეორებითი

გამოცემის რედაქტორ-გამომცემელი, ნუგზარჭიაბერაშვილი


უკან დაბრუნება