,,ქირომანტია" - მეცნიერება თუ მისტიკა?

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი  

საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ფსიქოლოგიის პროფესორმა, დოქტორ კლაუს პეტერ ფელერმა, რომელიც 1941 წელს, ქალაქ შვერინში დაიბადა,  წაიკითხა ლექცია თემაზე - „ქირომანტია - მეცნიერება, თუ მისტიკა?“

საუბრის დასაწყისში, აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში იმ თემაზე საუბარი, რომელიც მსოფლიოს აინტერესებს.  ქირომანტია -წინასწარმეტყველების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი დარგი, რომელიც ადამიანის ხასიათს, მიდრეკილებებს, წარსულსა და მომავლს, ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზების მიხედვით ადგენს.

ადამიანის ხელისგულებზე  (6კვ.მ-ზე) 1600 ნერვული დაბოლოებაა, რომელთა საშუალებით ხელის გულზე აისახება ის, რაც ჩვენს  თავში ხდება. რასაც ვგრძნობთ, მისი საშუალებით შეიძლება დავინახოთ, რისთვისაც აუცილებელია ადამიანმა იცოდეს ამ ინფორმაციის დანახვა და წაკითხვა. ადამიანის თავის ტვინი ხელის გულის ხაზებს ქმნის, თუ როგორი ხაზები შეიქმნება, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.“ - განაცხადა ფსიქოლოგმა.

ადამიანის ხელის გულის შრეებით შეიძლება მისი შეგრძნება, შეგნება, სიცოცხლის ენერგია, სულიერ-მორალური ღირებულებები და თვითდამკვიდრების უნარი დადგინდეს.

,,ქირომანტია" - მეცნიერება თუ მისტიკა?

კლაუს პეტერ ფელერმა, დამსწრე საზოგადოების ხელის გულების ნახვის შემდეგ, მათ წარსულსა და მომავალზე კომენტარი გააკეთა. ამ თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ დასვეს კითხვები, რაზეც დოქტორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის რჩება ადგილი განვითარებისთვის, ნუ გადააჭარბებთ თქვენ შესაძლებლობებს!’’ - აღნიშნა პეტერ ფელერმა.

საჯარო ლექცია ორი საათი გაგრძელდა, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

 

     

 

 

 

 


უკან დაბრუნება