საპატრიარქოს ორგანიზებით ქართული რეწვის გამოფენა გაიმართა

ავტორი

მეგი მაჭარაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ანგელოზის (წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის) ხსენების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

საპატრიარქოს ორგანიზებით ქართული რეწვის გამოფენა გაიმართა

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: ქართველი მეფეების ვახტანგ VI -ისა  და თეიმურაზ II-ის სამეფო სრული შესამოსელი, მეფეთა სარკოფაგების გადასაფარებლები, ქართული აბრეშუმის ბალიშები და თეთრეული, ოქრომკედით ნაქარგობა, საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები,  ხევსურული ნაქარგობა, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული  ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები.

საპატრიარქოს ორგანიზებით ქართული რეწვის გამოფენა გაიმართა

აღნიშნულ გამოფენას საკმაო რაოდენობის დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ ნაწილს ძირითადად ახალგაზრდები შეადგენდნენ. დამთვალიერებლის ყურადღება განსაკუთრებით გვანცა ნიკურაძის ნამუშევარმა, იტალიური თიხისგან დამზადებულმა - მასკარადის ჯამბაზებმა მიიპყრო. იგი თვითშემოქმედია, არ ხატავს და წარმოსახვით ქმნის თოჯინებს.თითოეულ ნამუშევარში შემქმნელის ხასიათი, ემოცია იყო ჩადებული. გამოფენას უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო.

საპატრიარქოს ორგანიზებით ქართული რეწვის გამოფენა გაიმართა

  

      

 


უკან დაბრუნება