რატომ თვლიდა გვანცა ჯაფარიძე თავს ,,საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალში მოხვედრის ღირსად?!
|
ავტორი სოფო ხვიბლიანი გვანცა ჯაფარიძე: მიზანდასახულობა, ბევრ რამეში მეხმარება, ორი დიდი იმედგაცრუება გადამატანინა და ფარხმალი არ დამაყრევინა, მისი მეშვეობით გამიცნო და შემიყვარა საქართველომ. ვთვლი, რომ ამ თვისების შედეგად, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევ.
- სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდით რას საქმიანობდით? - თხუთმეტი-თექსვმეტი წლიდან ვმოდელობდი, თუცა ამაზე არასოდეს მიოცნებია. ეს ჩემი დის და მისი მეგობრების სურვლი იყო. პირველად ბათუმში წამიყვანეს, სადაც ჯიჯის ასისტენტმა მნახა და მოვეწონე, შემდეგ თბილისში, პირადად ჯიჯის შევხვდი, მისი დაპირებების მიუხედავად ბევრი იმედგაცრუება შემხვდა, როცა ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, ამ სფეროდან წამოვედი. მიხვდი, რომ მოდელს საქართველოში პერსპექტივა არ აქვს. შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ხუთი-ექვსი წლიდან ვმღერი, თუმცა ბავშობაში რადიკალურად განსხვავებულ ჟანრს ვუსმენდი, ძირითადად ოპერას. მამაჩემს ბევრი ალბომი ჰქონდა ლუჩიანო პავაროტის და აქედან შემიყვარდა ოპერა. პარალელურად ვხატავ და ვცეკვავ. - ,,საქართველოს ვარსკვლავამდე“ თქვენ ბედი „ჯეოსტარში“ და „ახალ ხმაში“ სცადეთ, როგორ დაძლიეთ შიში ორი უარყოფის შემდეგ? - როცა ,,ჯეოსტარში“ მივედი, თექსმეტი წლის, გამოუცდელი ბავშვი ვიყავი, ვოცნებობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად ამიყვანდნენ. ამიტომ უარი ძალიან განვიცადე და დეპრესიაში ჩავვარდი. ერთი თვის განმავლობაში სახლიდან არ გამოვდიოდი. შემდეგ პედაგოგი ავიყვანე და ამ საქმეს ხელი სერიოზულად მოვკიდე. რაც შეეხება „ახალ ხმას“ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ხალხი უდგას სათავეში. - რა ხდებოდა „საქართველოს ვარსკვლავში“ სანამ პროექტს დატოვებდით? - „რუსთავი 2“ ჩვენი მეორე სახლი იყო, სადაც ყოველ დღე მივდიოდით და დილიდან საღამომდე ვიყავით. ზოგჯერ იქ გვეძინა კიდეც. როცა სიმღერებს გვირჩევდნენ და გვინაწილებდნენ, ეს დიდ დროს მოითხოვდა, სამი ,,დედა“ გვყავდა - თამუნა, ნატა და ნინო, რომლებიც ჩვენი დღის განრიგს გვაცნობდნენ. - პროექტის დატოვების შემდეგ ვის გულშემატკივრობდით? - მარიკო ლეჟავას, რადგან ვთვლი რომ მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ,,საქართველოს ვარსკვლავი“ ერქვას. - რომელი იყო თქვენთვის ყველაზე ემოციური ტური? - ორს გამოვყოფდი - სტივანდერის და ჩარკვიანის ტურს. - ფიქრობდით თუ არა, რომ იმ დღეს პროექტს დატოვებდით? - ვგრძნობდი, მაგრამ არ მჯეროდა, რადგან წინა ორშაბათს “ sms„ ლიდერი ვიყავი, მაგრამ მოულოდნელიც არ იყო, რადგან ეს კონკურსია და არავინ იცის ვინ როდის დატოვებს პროექტს. საკუთარ თავზე მეტად დედაჩემზე და ჩემს დაზე ვფიქრობდი, რომლებიც ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ ვთვლი, რომ ხუთეულში და ფინალში მოხვედრის ღირსი ვიყავი, რადგან ძალიან ბევრს ვშრომობდი. - თქვენი სპეციალობით მუშაობას აპირებთ? - დიახ, ჟურნალისტად მუშაობას ვაპირებ, მაგრამ ახლა ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა სიმღერისა და მინდა, რომ ჯერ აქ ამოვწურო ჩემი შესაძლებლობები. - რას საქმიანობს დღეს გვანცა ჯაფარიძე? - ვუშაობ ,,მძლეოსნობის ფედერაციაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზების მენეჯერად, ვარ მთავარი ორგანიზატორი ,,City Marathon ჩემი ქალაქი დარბის“ და მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით. - რა თვისება გეხმარებათ წარმატების მოპოვებაში? - მიზანდასახულობა და გულწრფელობა. - გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე? - ძალიან მინდა საზღვარგარეთ ჯაზის ფაკულტეტზე სწავლა, რომ პროფესიონალად ჩამოვყალიბდე. იქმნება არასატელევიზიო შოუ, საიდანაც მაქვს შემოთავაზება, რომ ვიმღერო. რომელიც მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ შესრულებას მოითხოვს, რაც ძალიან დიდ შრომასთან არის დკავშირებული, მაგრამ ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს .
უკან დაბრუნება |