როგორ აღმოჩნდა ნინა სუბლატი ბერას სტუდიაში?!

ავტორი

სოფო ხვიბლიანი   

როდის აღმოაჩინეს თქვენი ვოკალური მონაცემები, რომელ ჯგუფში მღეროდით და პირველად როდის დადექით სცენაზე?

- ბავშვობიდან ვმღერი, თუმცა მუსიკალურ ჯგუში არ ვყოფილვარ, მხოლოდ ბერას სტუდიაში დავდიოდი, სადაც უცხოელი მასწავლებლები ვოკალს და ქორეოგრაფიას გვასწავლიდნენ, რის შემდეგაც ,,საქართველოს ვარსკვლავში“ მოვხვდი. სცენაზე პირველად,  ფილარმონიაში, ამ კონკურსზე  ვიმღერე.

- ბერას სტუდიაში როგორ აღმოჩნდი?

- ,,კასტინგი" გამოცხადდა, ვიდეოზე გადაღებული ჩემი კადრები გავაგზავნე და ასე შემარჩიეს... 

- რაც საქართველოს ვარსკვლავი გახდით,  გაქვთ თუ არა ბერასთან ურთიერთობა?

- არანაირი, რომ მქონდეს ძალიან სასიაოვნო იქნებოდა. ჩემი წარმატება,  მისი დამსახურებაა, რაშიც დიდი როლი ბერას სტუდიამ ითამაშა. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი და მომავალშიც, სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან თანამშრომლობას.

- ვინ გირჩიათ კონკურსში მონაწილეობა?

- კონკურსში მონაწილეობა ყოველთვის მინდოდა, ვემზადებოდი, ჩამოვყალიბდი და გადავწყვიტე ბედი ,,საქართველოს ვარსკვლავში“  მეცადა.

- ვინ იყო თქვენი მასწავლებელი, რომელიც თქვენს ხმაზე მუშაობდა?

- უცხოელი პედაგოგი, რომელიც ბერას სტუდიაში გვასწავლიდა.

როგორ აღმოჩნდა ნინა სუბლატი ბერას სტუდიაში?!

- რატომ გადაწყვიტეთ „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობა  და არა სხვა კონკურსში, მაგალითად „ახალ ხმაში“, რომელიც ბევრად უფრო რეიტინგულია? 

- თავიდან არ ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ მესამე ტური დაამატეს და გადავწყვიტე ბედი მეცადა.

- კონკურენცია დიდი იყო? 

- დიახ, სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ,,კასტინგი“, მათ შორის ბევრი ნიჭიერი მონაწილე იყო, თუმცა შერჩევა, როგორც ვოკალით, ასევე სცენური მონაცემებით მოხდა. 

- როგორი ურთიერთობა გქონდათ კონკურსანტებთან?

- არაჩვევლებრივი, მარიკო ლეჟავა ჩემი დაქალია, დანარჩენებთანაც ვმეგობრობდი, ამიტომ შედგა ესეთი კარგი შოუ. ამ ყველაფერს, როგორც გამოცდილებას, ისე აღვიქვამდით და არა კონკურსს. ყოველ ორშაბათს ფილარმონიის სცენაზე გახვიდე,  ეს დიდი გამოცდილებაა. 

- რა შეცვალა ,,საქართველოს ვარსკვლავმა“ თქვენს ცხოვრებაში?

- ძალინ ბერვრი რამ, პირველრიგში ის, რომ მყავს ჩემი მსმენელი, რომელსაც  ვუყვარვარ და ჩემგან მეტს ელის, ამიტომ მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებ.

- ,,ვარსკვლავობა“ რთულია?

- ჩემთვის არა. როცა მთელი საქართველო გიცნობს და უყვარხარ, პირიქით ძალიან სასიამოვნოა.

- თვისება, რომელიც წარმატების მოპოვებაში გეხმარებათ?

- სითამამე და თავდაჯერებულობა.

როგორ აღმოჩნდა ნინა სუბლატი ბერას სტუდიაში?!

- თქვენი მოლოდინი გამართლდა?

- ფინალში  გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო.  ყველაზე მთავარი ტურიდან ტურში გადასვლა იყო და როცა ფინალში აღმოვჩნდი,  უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, გამარჯვებულის ტიტულს ვინ აიღებდა.

- როგორ ახერხებთ, სიმღერა  მაყურებელთან ისე მიიტანოთ, რომ მთელი დარბაზი თქვენთან ერთად აამღეროთ და ააცეკვოთ?

- ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, მასში მთელ გულს ვდებ, ამას იმის გამო არ ვაკეთებ, რომ მაღალი შეფასება მივიღო, უბრალოდ სიმღერა მსიამოვნებს და მას შევიგრძნობ.

- მამათქვენთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, უთანხმოება რამ გამოიწვია?

- ყოველთვის არის თაობებს შორის უთანხმოება, მათ ჩვენი შეხედულებები არ მოსწონთ,  ჩვენ მათი.  თუმცა დღეს მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებთ?

- სასწავლებლად ლონდონში მივდივარ,  შევეცდები იქ დავრჩე, ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს.

- თქვენს  გულშემატკივარს რას ეტყვით?

- მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო, თითეული ზარისთვის და თბილი სიტყვისთვის, რომ არა ისინი, აქამდე ვერ მოვაღწევდი და ვერ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ.

- რაზე ოცნებობს ნინა სუბლატი და რა სამომავლო გეგმები აქვს?

- ვოცნებობ, წარმატებული ადამიანი გავხდე და ჩემს ცხოვრებაში ღირებული რამ  გავაკეთო. ახლა,  ტელეკომპანია „რუსთავი 2“  საკუთარ ალბომს სტუდია ,,ბრავო„-ში მაწერინებს, რის შემდეგაც  ჩანაწერებს საფრანგეთში წავიღებ...  ბევრი გეგმა მაქვს და  იმედია ყველაფერი კრგად იქნება.

                                    

 

 

                                                       

 

 

 


უკან დაბრუნება