ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მესამე რეგიონალური კონფერენცია

დღეს, ბათუმში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შემოსავლების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საერთაშორისო სარკინგზო ტრანსპორტის კომიტეტის მხარდაჭერით, სასტუმრო შერატონში, ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მესამე რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლებენ.

ორდღიან ღონისძიებას დაეწრებიან სამთავრობო უწყებების, კერძოდ, სამინისტროების, საბაჟოების, სატრანსპორტო სააგენტოების, რკინიგზებისა და ნავსადგურების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები. მონაწილე მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას რეგიონალური ვაჭრობის განვითარების შესახებ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობისთვის. კონფერენცია მიზნად ისახავს კავკასიის სატრანზიტო დერეფნის ცნობადობის ამაღლებას, ერთი ფანჯრის მექანიზმისა და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში მიღწეული შედეგების შეფასებას.
კონფერენციაზე განხილული თემები მოიცავს ვაჭრობის განვითარების და საქართველოში საერთაშირისო ორგანიზაციის Supply Chain Council წარმომადგენლობის დაფუძნების საკითხებს. ამას გარდა ღონისძიებაზე განიხილება TRACECA დერეფანში სარკინიგზო, საგზაო და საზღვაო მულტიმოდალური გადაზიდვების მარშრუტების საკითხები. სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ სესიებზე ისაუბრებენ რეგიონალური სარკინიგზო პროექტების „Silk Wind“, „Viking“ და „ბაქო-თბილისი-ყარსი“ შესახებ. საზღვაო ტრანსპორტის სესიაზე კი განხილულ იქნება შავი ზღვისა და კასპიის ზღვის სატრანსპორტო სისტემის შესაძლებლობები და მათ წინაშე მდგარი გამოწვევები.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ საბაჟოს, საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და სხვა ქვეყნების უწყებების მიერ გატერებული პროცედურების თაობაზე. მსჯელობის შემდეგ შემუშავდება რეკომენდაციები სასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ. კონფერენციაზე საქართვრელოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების წარმომადგენლები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ ერთიანი ევროპული სარკინიგზო გზის უპირატესობებისა და ამ სისტემასთან შეერთების შესახებ. კონფერენციის დასასრულს მოხდება ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის და ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების დათვალიერება.
2009 წლის ივნისში პირველად ჩატარებული რეგიონალური კონფერენციის შემდეგ თემაზე „ვაჭრობის ხელშეწყობა ერთი ფანჯრის პრინციპით და მონაცემთა ჰარმონიზაცია“, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში გატარებული ღონისძიებების კუთხით. სავაჭრო პროცედურებში შეტანილი ცვილელბების გათვალისწინებით, საქართველომ მსოფლიო ბანკის Doing Business 2012 წლის ინდექსის მიხედვით მეცხრე ადგილი დაიკავა. ვაჭრობის ხელშეწყობა რეგიონში ეკონომიკური ზრდის საწინდარია.
 

 


უკან დაბრუნება