ავტორები თეონა აბროლიანი ვერიკო ბუბუტეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე დავით მგელიაშვილის თავჯდომარეობით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილი საქმის განხილვა, ისევ გრძელდება. დამნაშავეთა ჯგუფის რვა წევრიდან, რომელსაც დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა, პროცესს ექვსი ბრალდებული ესწრებოდა. ლევან ლაფანაშვილი, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა, პროცესსზე გამოცხადდა, ხოლო დავით კეზერაშვილი და მამუკა (მეილი) ჯანაშვილი, კვლავ მიმალვაში იმყოფებიან. სასამართლოზე, მოწმედ ოთხი პიროვნება; გიორგი ხელაშვილი, გიორგი ბალუყაშვილი, გოჩა ლობჟანიძე და ნიკოლოზ ბიწკინაშვილი უნდა დაკითხულიყვნენ. მათთან პროკურორს ერთი და იგივე კითხვა ჰქონდა, შპს „ნაფარაულის“ ქარხანასთან დაკავშირებით. სწორედ, ამ ქარხნიდან გადიოდა ფალსიფიცირებული, საკონიაკე სპირტი, რომელსაც დავით კეზერაშვილის ჯგუფი ამზადებდა. პროკურორის კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია შპს „ნაფარაულთან“ დაკავშირებით? იცნობენ თუ არა ბრალდებულებს? მიუყიდიათ თუ არა რომელიმე ბრალდებულისთვის ყურძენი? მათ მიერ მოწოდებულ საბუთებზე ხომ არ მოუწერიათ ხელი? მოწმეების პასუხი კი ასეთი იყო: ამ საქმესთნ მათ არაფერი აკავშირებთ, არ აქვთ ოჯახში იმდენი მოსავალი, რომ გაყიდონ და შესაბამისად არცერთ ბრალდებულს არ იცნობენ. როგორც ცნობილია,დავით კეზერაშვილის მიმართ კი აღძრულია საქმე სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე", სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით. რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, დიდი ოდენობის ქრთამის აღებას და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ წესის დარღვევას გულისხმობს. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთის ვადით 5-დან 7 წლამდე ისჯება. იგივე ბრალდება ჩადენილი, ორგანიზაციული ჯგუფის მიერ კი, თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.
უკან დაბრუნება
|