რეჟისორი გიგა ლორთქოფანიძე გარდაიცვალა
|
დღეს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქოფანიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემოქმედებას და ღვაწლს კარგად იცნობს ქართული საზოგადოება; გრიგოლ (გიგა) დავითის ძე ლორთქიფანიძე დაიაბადა 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1950 წელს დაამთვარა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. სადიპლომო სპექტაკლი დადგა ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში. 1952-54, 1957-63, 1963-67, 1976-80 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1954-56 წლებში - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, 1963-65 წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 1967 წელს რუსთავში დაარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე. 1984-86 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი, 1985 წლიდან - საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, პარალელურად - ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1999-2000 წლებში იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.
შემდეგ” (1967) და “მარტოობის დღესასწაული” (1974), ნ. დუმბაძის “საბრალდებო დასკვნა” (1976), სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე” (1978), ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში - “მევიოლინე სახურავზე” (1986), თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის “ქეთო და კოტე” (1990), ბ. კვერნაძის “კოლხთა ასული” (1997), ბათუმის საოპერო თეატრში - ჯ. ვერდის “აიდა” (1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკში“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე.
უკან დაბრუნება |