ბიუროს დნმ ექსპერტები ევროპელ ადამიანთა გენეტიკის კონფერენციაზე

2013 წლის 8-11 ივნისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთში კონფერენციაზე იმყოფებიან.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი და ექსპერტი ნინო ფირცხელანი, ქალაქ პარიზში, ადამიანის გენეტიკოსთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობას  იღებენ.
ბიუროს ექსპერტებმა, კონფერენციაზე, სამეცნიერო გრანტის ფარგლებში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული გენეტიკური კვლევის შედეგები, საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეს. გრანტის ხელმძღვანელის ნინო ფირცხელანის მიერ, თანაავტორებთან ერთად წარდგენილ იქნა აბსტრაქტი თემაზე „მემკვიდრული თრომბოფილია და გართულებები ფეხმძიმობის დროს ქართულ პოპულაციაში“.
აღნიშნული კვლევა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მხარდაჭერით განხორციელდა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მსგავსი სახის კონფერენციებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.
 

 


უკან დაბრუნება