თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული გოჩა ფ. ოჯახის წევრების მკვლელობის ფაქტზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაკავებულმა, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ თამუნა ბერუაშვილს და მცირეწლოვან შვილს -2008 წელს დაბადებულ ნია ფ-ს, ცივი იარაღით, სხეულზე მრავლობითი მძიმე დაზიანება მიაყენა. დედა-შვილი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით, გოჩა ფ-მ თვითმკვლელობის მიზნით, დანის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიიყენა. სამართალდამცველებმა დაკავებული სამედიცინო დახმარების მიზნით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) .
უკან დაბრუნება
|