განსასჯელს ,,მორფინის“ გამოყენებისთვის მეორედ ასამართლებენ

ავტორები

თეო ამბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე დალი მეტრეველის თავმჯდომარეობით,  ზვიად ხუბაშვილის საქმე განიხილა, რომელიც სსკ-ის 273-ე მუხლით (მუხლი ითვალისწინებს, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა, შენახვას ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას)  გასამართლდა და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
ადვოკატ იას თოდუას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ ,,მორფინი“. ბრალდებულს ეს ქმედება ჩადენილი ჰქონდა ერთი წლის უკან და შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სასჯელი  გამოსაცდელი ვადით. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ დანაშაულებრივი ქმედება, ისევ გაიმეორა. ადვოკატის განცხადებით, განსასჯელი აღიარებს დანაშაულს და თავს დამნაშავედ სცნობს. თუმცა არ ამხელს იმ ფაქტს, როგორ გამოიყენა ბრალდებულმა ეს ნარკოტიკული ნივთიერება. სასამართლო პროცესი არ შედგა, რადგან ბრალდებული არ ესწრებოდა. სხდომა 17 ივნისამდე გადაიდო.

 


უკან დაბრუნება