შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული სანდრო ბ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს.

დაკავებულმა 2 ივნისს თბილისში, პუშკინის სკვერში, შურისძიების მიზნით, 1983 წელს დაბადებულ ერიკ მღებროვს, ცივი იარაღით სხეულზე ორი ჭრილობა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერიკ მღებროვი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 108–ე მუხლით) მიმდინარეობს.

 


უკან დაბრუნება