მეცხრამეტე საუკუნის წიგნები საზღვარზე უკანონოდ გადაჰქონდათ

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა,  საქართველოდან მე-19 საუკუნის წიგნების უკანონოდ გატანის ფაქტი აღკვეთეს. ფოთის პორტის გავლით, ბელორუსის მიმართულებით, ღვინით დატვირთული სატვირთო მანქანა გადაადგილებოდა. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, ავტომანქანაში, მე-19 საუკუნეში გამოცემული ოცი წიგნი აღმოაჩინეს. მანქანის მძღოლს განემარტა, რომ წიგნები, სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა კულტურულ ფასეულობებს განეკუთვნებოდეს, შესაბამისად, ასეთი ნივთების გატანა, მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი. ნებართვის უქონლობის გამო, წიგნების საზღვარგარეთ გატანა აღიკვეთა.

 

 


უკან დაბრუნება