პოლიციამ სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებული დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე 2-ე მთავარი სამმართველოს, აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სექსუალური ძალადობისთვის,  1980 წელს დაბადებული ჯუმბერ თ. დააკავეს.

აღნიშნულმა პირმა, 2013 წლის 15 მაისს, ხელვაჩაურში, სამხედრო დასახლებაში, ძალის გამოყენებით დაამყარა სექსუალური კავშირი, 1995 წელს დაბადებულ ნინა ქ-სთან. 

22 მაისს ჯუმბერ თ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სსსკ-ს 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება) და 238 პრიმა მუხლით (ცივი იარაღის უკანონო ტარება).

ჯუმბერ თ. წარსულში ნასამართლევია, ის 2005 წლიდან, სასჯელს, ყაჩაღობისთვის იხდიდა.

 


უკან დაბრუნება