ქართველი დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე თბილისში კოლექციის ჩვენებას გამართავს

ავტორი
ანა აფციაური
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ნატალია ჩხიკვაძე, თბილისში, ახალ მოდელებს წარადგენს.
როგორც თავად ნატალია ჩხიკვაძემ განაცხადა, ჩვენება 1 ივნისს, ბავშვთა საერთასორისო დღეს მოეწყობა.
ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იქნება, მის მიერ შექმნილი უახლესი მაისურები.
„ამ მაისურების ექსკლუზიური პრეზენტაცია, პრაღაში, უნდა გამემართა, მაგრამ ვარჩიე ჯერ თბილისში წარმომედგინა, შემდეგ კი ჩეხეთში. ძალიან მონდომებული ვარ, რომ ეს ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდეს", - აღნიშნა დიზაინერმა.
ნატალია ჩხიკვაძის „შოურუმზე" კონცერტს ჯგუფი „Catch the clouds" გამართავს.


 


უკან დაბრუნება