ბრალდებული საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

შსს–ს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ბარალეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში მცხოვრები, 1953 წელს დაბადებული სერიოჟა თ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ,,აკ-74“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 393 საბრძოლო ვაზნა ამოღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით).
 
 

 


უკან დაბრუნება