ხუთ წლიანი პატიმრობა თაღლითობაზე

ავტორები                                                

თეონა აბროლიანი 

ვერიკო ბუბუტეიშვილი

პროცესი  თბილისის საქალაქო სასამართლოში განსასჯელის გარეშე ჩატარდა, რადგან ფატიმა ჭანტურია მართლმსაჯულებას დღემდე ემალება.  მას ბრალი სსკ-ს 180-ე მუხლის II ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით ედება. 

განსასჯელს, გამოძიება თაღლითობაში ადანაშაულებს. ის 2011 წლის სექტემბერს, 3100 ევროს სანაცვლოდ, ბაკურ წიკვავასა და მამუკა აბულაძეს, პოლონეთში გამგზავრებას და იქ დასაქმებას დაჰპირდა. აღნიშნული თანხა მიითვისა და 2012 წლის დეკემბრიდან გაუჩინარდა. მოწმეების დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქალბატონი ფატიმა, ამ სფეროში სულაც არ ყოფილა დასაქმებული და არც პოლონეთის საელჩოსთან ჰქონია კავშირი. მან  დაზარალებილებისათვის ყალბი საბუთები მოამზადებინა, თითქოს უცხოეთში  მათ გაშვებას მართლა აპირებდა. 

პროკურორის მიერ, სასამართლოზე წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი, განსასჯელის ბრალდებაზე მეტყველებდა. ხოლო ბრალდებულის ადვოკატი ზურიკო თენაძე უარყოფდა საქმის მასალების სიზუსტეს და აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულია და არა თაღლითი.

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა და განსასჯელი ფატიმა ჭანტურია დამნაშავედ სცნო. მას თავისუფლკების აღკვეთა 5 წლის ვადით მიესაჯა. თუმცა განსასჯელს შესაძლოა ამინისტია შეეხოს  და სასჯელი გაუნახევრდეს. ასევე, მას უფლება აქვს ისარგებლოს შეწყალებით. 

ადვოკატი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არ აქვს ბრალდებულთან კავშირი და არ იცის აპირებს, თუ არა იგი ძალოვან სტრუქტურებს ჩაბარდეს.

 


უკან დაბრუნება