ირინა შეიკმა თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო
|
ავტორი ანა აფციაური მოდელმა და ცნობილი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულმა, ირინა შეიკმა თაყვანისმცემლები რეგულარული ფოტოსესიით გაახარა. ამჯერად მოდელთან მუშაობა ცნობილ ფოტოგრაფ ტონი კელის მოუწია, რომლის ობიექტივშიც ირინა განსაკუთრებით მომხიბვლელი აღმოჩნდა. ფოტოსესია ცნობილი ბრენდის Dynamite-სთვის ჩატარდა, რომელიც თავად შეიკის არჩევანით მოხდა, იგი ამ ბრენდის სახე გახდა. ფოტოების შემხედვრე გიჩნდებათ შეგრძნება თითქოს ზაფხული სულ მალე დადგება. შეიკის მშვენიერი ფიგურა კი შეუპოვარი ვარჯიშის შედეგია. თავის საკუთარ ბლოგზე მოდელი ხშირად საუბრობს იმაზე თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას, იგი არამხოლოდ ფიტნესითაა დაკავებული, არამედ ყოველ დილით ნიუ–იორკის სანაპიროზე დარბის, მას ხშირად სწორედ ამ ადგილას ხედავენ.
უკან დაბრუნება |