ანსამბლი ,,სამა“ სიურპრიზებს გვპირდება

ავტორი 

დიანა ოვანესიანი

ქორეოგრაფად ყოფნა დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა ცეკვისადმი სიყვარული სირთულეების გადალახვაში გეხმარება...  ამბობს, „სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე და ამჟამად ანსამბლ „სამა“-ს ქორეოგრაფი ნათია ალფაიძე...

-როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

-მეოთხე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, პირველ კლასში ვიყავი, როდესაც ცეკვის სტუდიისთვის, ბავშვებს, სიმაღლის და გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ.  ცერებზე ძალიან ლამაზად ვცეკვავდი, ამიტომ ორ თვეში ანსამბლში გადამიყვანეს და დიდებთან ერთად, კონცერტზე პატარა გამოსვლა მქონდა. 

ანსამბლ „ფერხულ“-ში ორი წელი ვიცეკვე. გადავწყვიტე სუხიშვილის სტუდიაში ჩამებარებინა, ეს იყო  5 წლიანი სწავლება. ნინო ქირვალიძემ, რომელიც ასევე, სუხიშვილების სოლისტია თავის ჯგუფში ჩამსვა. წარმატებით გავართვი თავი და მოცეკვავე მსახიობის დიპლომი ავიღე. სწავლის დამთავრების შემდეგ, კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქორეოგრაფიულზე, სადაც თენგიზ სუხიშვილმა პირველად გამიცნო და ძალიან მოვეწონე.

მოვხვდი ქართულ ანსამბლ „როკვა“-ში. ამ ანსამბლმა ბევრი რამ მასწავლა, შემდეგ კი სუხიშვილების ანსამბლში გადავედი, სადაც ჩემი მოღვაწეობა გავაგრძელე.

-რატომ შეიცვალა ქართული ცეკვის სტილი სუხიშვილების ანსამბლმა?

ანსამბლი ,,სამა“ სიურპრიზებს გვპირდება

-ოქროს ფონდი, - ასე უწოდებს ილიკო სუხიშვილი, არ დაკარგულა, უბრალოდ, პროგრესს ყველა განიცდის.

-სუხიშვილების პირველ გამოსვლას,  სტილის შეცვლის შემდეგ, რა მოჰყვა?

-კრიტიკაც და მოწონებაც, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია. ამ ადამიანმა, ცეკვის მეორე ეპოქა შექმნა. პირველ განყოფილებას ყოველთვის თავისი მაყურებელი ეყოლება და დაუვიწყარი იქნება. მეორე განყოილების შექმნა კი დრომ, ახლანდელმა ეპოქამ მოითხოვა.  ქართულ ცეკვას სტილის მეტად განვითრება სჭირდება. სუხიშვილებმა გააცნეს მსოფლიოს, საქართველო და ქართული ცეკვა.

-როგორც ვიცი თქვენ ანსამბლ „სამა“-ს ქორეოგრაფიც ბრძანდებით?

-ჩემი ანსამბლი 2005 წელს  საგარეჯოს რაიონში შეიქმნა,მაშინ, ჯერ კიდევ სუხიშვილის ანსამბლში ვცეკვავდი. 

-ანსამბლში რამდენი ბავშვი გყავთ?

-პირველ ნაკადზე 35 ბავშვი მოვიდა. ახლა, უკვე 80-90 ბავშვი  მყავს.

-რამდენად წარმატებულია „სამა“? 

ანსამბლი ,,სამა“ სიურპრიზებს გვპირდება

-2010 წელს, ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე, იტალიაში ვიყავით. იქ ერთი თვე ვცხოვრობდით და კონცერტი 14 ქალაქში გვქონდა. უამრავ ფესტივალზე და ღონიზძიებებში ვიღებთ მონაწილეობას; საქველმოქმედო კონცერტებში, ასევე კონკურსებში, სადაც მოცეკვავეები უფრო მეტ გამოცდილებას იღებენ.  ბარსელონაში, გასტროლებზე გამგზავრებასაც ვგეგმავთ.

-რატომ დაარქვით ანსაბლს „სამა“?

-„სამა“ სულხან-საბას ლექსიკონიდან აღებული სიტყვაა და ცეკვას ნიშნავს. 

-რით გამოირჩევა თქვენი ანსამბლი?

-ანსამბლის კოსტუმებს თვითონ ვკერავთ, დიზაინსაც ჩვენ ვქმნით, მუსიკას ყოფილი სუხიშვილების კომპოზიტორი გვიწერს. ვცდილობთ, არავის მივბაძოთ და საკუთარი სტილი შევინარჩუნოთ, კონკურენციას არავის ვუწევთ, უბრალოდ, ჩვენი პატარა წვლილი გვინდა შევიტანოთ ქართული ცეკვის ისტორიაში. 19 მაისს გრანდიოზულ კონცერტს ვგეგმავთ, პატარ-პატარა სიურპრიზებით. 

 

 


უკან დაბრუნება