შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
|
შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მოწვეული იყვნენ, პოლიციის რეფორმაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გახსნა. მოწვეული სტუმრებისათვის ჩატარდა პოლიციის შესახებ კანონპროექტის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის განახლებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთიკის კოდექსის, შსს-ს დანაყოფებისთვის შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების, სამართალდამცავ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაციები. სისხლის სამართლის რეფორმა, საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2008 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, ასევე სახალხო დამცველის აპარატი და შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიციის სამუშაო ჯგუფის მიზანია, პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.
უკან დაბრუნება |