მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლევონ გ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 22 აპრილს, ბათუმში, ბარცხანას დასახლებაში, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრა, 1967 წელს დაბადებული, შვიდჯერ ნასამართლევი სამუელ ეგიზაროვი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევონ გ-მ  ის შურისძიების მიზნით მოკლა.

ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 


უკან დაბრუნება