საათის ნაცვლად ხალხს პოლიციელები აღვიძებდნენ
|
ინგლისში და ირლანდიაში არსებობდა პროფესია, რომელსაც – ,,Knocker-up ან Knocker-upper“ - ერქვა. მისი არსი, იმაში მდგომარეობდა, რომ მაღვიძარა-საათის ნაცვლად, სპეციალურად მომზადებული ხალხი, ქალაქში, ყველას აღვიძებდნენ. ეს პროფესია სამრეწველო რევოლუციის პერიოდში დაიბადა და მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა. ამ სპეციალობას ძირითადად ასაკოვანი ხალხი ითვისებდა, მაგრამ ხანდახან, დამატებითი გამომუშავებისთვის, ამ მოვალეობას ადგილობრივი კონსტემბლი (პოლიციელი) ასრულებდა. ხალხს გრძელი ბამბუკის ჯოხის, ან ხელკეტის ფანჯრებზე კაკუნით აღვიძებდნენ. მაღალ სართულზე მაცხოვრებლების გასაღვიძებლად კი, ფანჯარას ცერცვის მარცვლებს ესროდნენ.
უკან დაბრუნება |