ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე ქართულ მხარეს მოწვეული ექსპერტები გამოცდილებას გაუზიარებენ
|
22-23 აპრილს, სასტუმრო „Holiday Inn“-ში, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე - "დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმები სამართალდამცავთა მიერ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე რეაგირებისთვის" გაიმართება. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, ასევე საქართველოს სახალხო დამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. მოწვეული ექსპერტები, ქართულ მხარეს, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ, სამართალდამცველთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების ეფექტიანი მექანიზმების შესახებ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი ლევან იზორია. მან მოკლედ მიმოიხილა ბოლო პერიოდში შსს–ში განხორციელებული რეფორმები, რომელიც მიმართულია სისტემაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრისაკენ. შეხვედრის მეორე ნაწილში სიტყვით გამოვიდა შსს ადმინისტრაციის უფროსი თამარ ტალიაშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არასათანადომოპყრობასთან ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერების შესახებ ისაუბრა. უკან
უკან დაბრუნება |