დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

ავტორები

თეონა აბროლიანი

ვერიკო ბუბუტეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით     კეზერაშვილის პროცესი განახლდა. მის საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავდა. ბრალდებულის ინტერესებს სამი ადვოკატი – შოთა მინდელი, გოგიტა გაბაიძე და გიორგი ჩივაშვილი იცავდა. 

განსასჯელს, ბრალად სისხლის სამართლის 338–ე მუხლის მეორე ნაწილით და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით, ასევე 214–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ედება, რაც სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას და ორგანიზაციული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 11–დან 15 წლამდე ითვალისწინებს. სხდომას 8 წევრისაგან შემდგარი ჯგუფიდან, მხოლოდ 5 ბრალდებული ესწრებოდა, რომლებიც ადვოკატების თქმით ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ, ხოლო დანარჩენი სამი პიროვნება ჯერჯერობით მიმალვაშია, მათ შორის დავით კეზერაშვილიც.

სასამრთლო სხდომის დაწყებისას ბრალდებულის ადვოკატმა მოითხოვა, რომ მეილი ჯანაშვილისა და დავით კეზერაშვილის პროცესი ცალკე განხილულიყო. მეილი ჯანაშვილი კეზერაშვილის დის ქმარია, რომელიც დამნაშავეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო. მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან რვა ბრალდებული ერთნაირი მუხლით სამართლდებოდა და ცალკე საქმედ ვერ განიხილებოდა. 

პროკურორმა თავის სიტყვაში ყველა ის ბრალდება და ფაქტი წარმოადგინა, რომელიც განსასჯელისა და ჯგუფის სხვა წევრების დანაშაულზე მიუთითებდა. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით 115 ადამიანი არსებობს. ის აცხადებდა, რომ საქმე დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოებას ეხება, რასაც გამოძიების ინფორმაციით კეზერაშვილი სამსახურეობრივი მდგომარების გამოყენებით უწყობდა ხელს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნისა და ქრთამის მიღებისთვის, ასევე საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულისათვის ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით მან, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ქრთამის სახით 12 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ყველა წარმოდგენილი ბრალდება აფსურდული იყო და მოწმეებს არ ჰქონდათ საფუძველი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, რაიმე სახის ბრალდება წაეყენებინათ. რადგან მათ კონტაქტი არ ჰქონდათ კეზერაშვილთან და მითუმეტეს არ უნახავთ, თუ როგორ გადასცეს ამ უკანასკნელს ქრთამი. ადვოკატმა  განაცხადა, რომ მოწმეებმა შეცვალეს ჩვენება და  ჩვენებები უკვე მონათხრობს გავდა. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დავით კეზერაშვილმა 2008 წელს თანამდებობა დატოვა და 2012 წლამდე, შესაბამისად ის ამ ჯგუფს მფარველობას ვერ გაუწევდა. იგი ადასტურებს იმასაც, რომ ბრალდებულის საქართველოს ბანკის პირად ანგარიშზე გამოძიებამ, მხოლოდ 60 ათასი დოლარი აღმოაჩინა  და არა 12 ათასი მილიონი. ადვოკატის თქმით, ეს არის პოლიტიკური დევნა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უდანაშაულოა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა 2013 წლის 19 აპრილს განახლდება.

 

                                             

 


უკან დაბრუნება