50 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან და 2 მედალი ოფენ ამერიკიდან

ამერიკაში გამართული „ოფენ ამერიკის“ შემდეგ საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთში იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. გაცნობებთ, რომ ქართველმა კარატისტებმა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ღია ჩემპიონატზე ერთი ოქრო (დავით სვანაძე) და ერთი ბრინჯაო (ედუარდ საგრუნოვი) მოიპოვეს.

„ოფენ ამერიკის“ წარმატების შემდეგ მეტად მოტივირებული იყო ჩვენი ნაკრები, ამიტომაც თურქეთში საკმაოდ დიდი წარმატებით გამოვიდა. როგორც იცით, 5-7 აპრილს, თურქეთში, სტამბულში გაიმართა შოტოკანის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 64 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს ნაკრები გუნდი 110 სპორტსმენი ასპარეზობდა. მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სპორტსმენების თვალსაზრისითაც უმაღლესი რანგი იყო წარმოდგენილი. ჩვენმა ნაკრებმა თავი აქაც ისახელა და საბოლოო ჯამში 11 ოქრო, 12 ვერცხლი და 27 ბრინჯაო მოიპოვა. ასევე გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ 12-13 წლიანებში ვაჟთა შორის, მეორე ადგილი გვერგო +18 წელში და მესამე ადგილებს დავჯერდით 14-15 წელი გოგონათა და 16-17 წლიან ვაჟთა შორის“, - განაცხადა თურქეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

50 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან და 2 მედალი ოფენ ამერიკიდან

თურქეთიდან დაბრუნებული ნაკრები გუშინ, რუსეთში, ტიუმენში გაემგზავრა WKF-ის „პრემიერ ლიგაზე“ და იმედია ეყოფა ძალა-გამძლეობა და ახალ წარმატებას მოგვიტანს.

თურქეთის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსნები: ჰენრი ვეკუა; ირაკლი ტყებუჩავა; გოგიტა არქანია; რუდიკ საგრუნოვი; საბა ცაავა; ალექსი ტყვაცირია; ცოტნე სორდია; სალომე ლაშხია; ვალერიანე სიორდია; ნიკა კოხრეიძე; ლუკა ხვედელიანი.

 

ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი


უკან დაბრუნება