ბრაზილიელი ექიმი 320 პაციენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ავტორი 

დიანა ოვანესიანი

სოარის დე სოუზას, თუ  დამნაშავედ აღიარებენ, იგი კრიმინალის ისტორიაში  ყველაზე პოპულარული, სერიული მკვლელი გახდება. 

ბრაზილიის ქალაქ კურიტიბას საავადმყოფოში, ექიმმა სამასზე მეტი პაციენტი მოკლა. ადგილობრივ ტელევიზიებს ამ ფაქტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ხელმძღვანელმა მარიო ლობატამ აცნობა: - ,,ჩვენ დავაფიქსირეთ ოცზე მეტი მკვლელობის შემთხვევა, ასევე, ვადგენთ სამასზე მეტი პაციენტის სიკვდილის ფაქტს". 

ამ დროისათვის,ბრალი  ექიმს შვიდი ადამიანის სიკვდილში ედება. ასევე, ბრალს უყენებენ მასთან მომუშავე სამ ექთანს და თერაპევტს. გამომძიებლების აზრით, ბრალდებულნი პაციენტებს ისეთ წამალს უკეთებდნენ, რის შედეგადაც ჟანგბადი მათ ორგანიზმს აღარ მიეწოდებოდა.

გამომძიებლებმა მისი სატელეფონო საუბარი მოისმინეს,  როგორც გაირკვა სურვილი ჰქონდა პალატა სხვა პაციენტებისთვის გაეთავისუფლებინა, რაც შვიდი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ის თავის თავს ყოვლისშემძლედ მიიჩნევდა.

ვირჯინის დე სოუზას ადვოკატმა ელიას მატარმა, განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც საავადმყოფოში ხდებოდა სამედიცინო გამართლება ჰქონდა. თავად ექიმი თავს ბრალდებულად არ მიიჩნევს და ყველაფერს უარყოფს.

 

 


უკან დაბრუნება