ამერიკიდან თურქეთში ახალი წარმატებისთვის

„ოფენ ამერიკაზე“ მიღწეული წარმატების შემდეგ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია თურქეთში იასპარეზებს - მსოფლიო ჩემპიონატზე. ამერიკიდან ეროვნული ნაკრები გუნდი სტანბულში სეუერთდება დანარჩენს შემადგენლობას და ერთობლივად იასპარეზებენ საქართველოს სახელის დასაცავად.

სტანბულის მსოფლიო ჩემპიონატი ამ შემთხვევაში სტილობრივი იქნება, კერძოდ, შოტოკანის სკოლის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული შეჯიბრია.

„სტანბულის მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთვის მეტად პრინციპულია და ვიმედოვნებ, რომ ბევრ მედალს ჩამოვიტანთ. მით უმეტეს, რომ ნაკრები კარგ ფორმაშია, როგორც დიდებში ისე პატარებში და მოზარდებში. ამერიკის წარმატებამ საკმაოდ დიდი სტიმული მისცა მთელს შემადგენლობას და მეტ შედეგს ველით თურქეთში. ნაკრების თითქმის ყველა წევრი იასპარეზებს სტანბულში, ყოველ წონით და ასაკობრივ კატეგორიაში, რამაც საბოლოოდ 300-მდე სპორტსმენს მოუყარა თავი და საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება ჩვენი ქვეყანა თურქეთში. მჯერა, რომ ამ მსოფლიოზე არაერთხელ აიწევა ქართული დროშა და ჰიმნიც არაერთხელ აჟღერდება“, - განაცხადა ამერიკიდან საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

ამერიკიდან თურქეთში ახალი წარმატებისთვის

 

ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი


უკან დაბრუნება