გარდაიცვალა ,,iron maiden”-ის ყოფილი დრამერი კლივ ბარი
|
ავტორი დიანა ოვანესიანი 13 მარტს, ინგლისში, თავის სახლში 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული როკ ჯგუფის ,,Iron Maiden“ -ის ყოფილი დრამერი კლივ ბარი. ბოლო წლების განმავლობაში მას გაფანტული სკლეროზი აწუხებდა. ,,Iron Maiden”-ის ბასისტმა, სტივ ჰორისმა აღნიშნა: „ჩვენ ძალიან განვიცდით მის გარდაცვალებას, ბარი იყო საუკეთესო მეგობარი, შესანიშნავი ადამიანი და უნიკალური დრამერი, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჯგუფის განვითარებაში. 1979 წელს, ბარი ,,Iron Maiden“-ის დრამერი გახდა, ბენდმა სამი ალბომი ჩაწერა, მათ შორის მათი სადებიუტო ,,Iron Maiden” (1980), „Killers” (1981) და ,,The Number of The Beast” (1982). მუსიკოსმა ჯგუფი 1982 წელს დატოვა.
უკან დაბრუნება |