ოფენ ამერიკიდან ერთი ოქრო გვაქვს
|
საქართველოს კარატე ეროვნულმა ფედერაციამ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ჩემპიონატზე - „ოფენ ამერიკა“. როგორ ეროვნული ნაკრების წასვლამდე აღვნიშნეთ, „ოფენ ამერიკა“ პრესტიჟული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ კაზინოში ტარდება - „ცეზარ პალასში“. აღნიშნულ ჩემპიონატზე მხოლოდ მსოფლიოს მაღალი რანგის კარატეს გუნდები ასპარეზობენ და ჩვენი ნაკრები უკვე მესამე წელია რაც ამ კატეგორიის ჩემპიონატზე იბრძვის ლასვეგასში და არც თუ ისე ურიგოდ. „გამარჯვებული ამჯერად 17 წლამდელთა შორის გვყავს - დავით სვანიძე გახდა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში „ოფენ ამერიკის“ ოქროს მედალოსანი. ეს ერთ-ერთი რთული მოსაგები წონითი და ასაკობრივი ჯგუფია, ისევე, როგორც თვითონ „ოფენ ამერიკა“. დავით სვანიძემ საკმაოდ საინტერესოდ, კარგი ტაქტიკით წარმართა ორთაბრძოლები და საამაყოდ დაამთავრა ყველა შერკინება. იგი ნამდვილად იმსახურებს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრობას. ამ ეტაპზე მე მისით სრულიად კმაყოფილი ვარ. ასევე კმაყოფილი ვარ გუნდის საერთო შედეგებითაც“, - განაცხადა ამერიკიდან, ლასვეგასიდან საუბრისას საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი უკან დაბრუნება |