ბედნიერი საქართველო

ბედნიერი საქართველო

 

14   მარტს  გაიმართა  აქცია  რუსთაველზე  "ბედნიერი საქართველო"  რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დაფუძვნებას.

სანახაობა მართლაც შთამბეჭდავი იყო - რუსთაველის გამზირზე სამანქანო გზის შუა ხაზზე გაიარეს საქორწინო კაბებში  გამოწყობილმა ჟურნალისტება და  მოდელებმა, რომლებსაც წინ მიუძღვებოდა ჩოხაში ჩაცმული მამაკაცი. მსვლელობა „რედისონ ბლუ ივერიადან“ თავისუფლების მოედნამდე მოეწყო.

ასეთი ლამაზი და პომპეზური ღონისძიებით კომპანია "მარიგოლდმა" საკუთარი 5 წლის იუბილე აღნიშნა და ამავე დროს საქართველოს  მოსახლეობას ამცნო, რომ შეიქმნა „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი“, რომელიც იზრუნებს  და  ხელს  შეუწყობს  მრავალშვილიან  ოჯახებს.  "მარიგოლდი" პირველი კომპანიაა, რომელიც  მხარდაჭერას უცხადებს „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდს“.

ბედნიერი საქართველო

აქციაში მონაწილეობას მიიღეს  ტელევიზის, რადიოს, საინფორმაციო სააგენტოების და ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებმა. ასევე აქტიური მონაწილე იყო სამოდელო სააგენტო „ნატალის“ მოდელები. მთლიანობაში სულ 40 მონაწილე წარსდგა რუსთაველის ქუჩაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეებმა „მარიგოლდის“ ახალ საქორწილო კაბების კოლექცია გამოიტანეს აქციაზე.  

მსვლელობის დასრულებისას თავისუფლების მოედანზე  აქციის მონაწილეებმა უამრავი თეთრი  საჰაერო ბუშტი გაუშვეს გაუშვეს.

აქციას ერთგულად უჭერდა მხარს საქართველოს საპატრულო პოლიცია.

ბედნიერი საქართველო


უკან დაბრუნება