ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრები შედგა და „ოფენ ამერიკაზეც“ იასპარეზებენ
|
საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ 16-17 მარტს ნაკრების შესარჩევად საქართველოს ჩემპიონატი ჩაატარა დიდებსა და პატარებს შორის. 16 მარტს დიდებს შორის გაიმართა მეტად საინტერსეო და პრინციპული შეხვედრები, ხოლო 17 მარტს კი _ 18 წლამდელთა შორის. კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ეს ჩემპიონატი სპეციალურად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისათვის თბილისიდან წეროვანში გადაიტანა და კიდევ ერთი სანახაობა აჩუქა იქაურ მოსახლეობას. „დღევანდელ ჩემპიონატში საქართველოს ყველა რეგიონი და წამყვანი კლუბი ასპარეზობს. ამ ჩემპიონატიდან დაკომპლექტდა ჩვენი ეროვნული ნაკრები, ძველების მზაობა, ფორმაში ყოფნა გადავამოწმეთ, რადგან მომავალი ევროპა მეტად პრესტიჟული და პრინციპულია - აუცილებლად უნდა მოვიგოთ. უფროსებს შორის, როგორც ველოდით, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ბრძოლები გაიმართა. უფროსებში ჩემპიონები და გახდნენ და ნაკრების პირველ ნომრებად დასახელდნენ ირაკლი ტყებუჩავა, დავით ტყებუჩავა, გოგიტა არქანია, დიდი პაუზის შემდეგ თავი გამოიჩინა და ისევ ღირსეული ადგილი დაიკავა ნოშრევან წურწუმიამ. გოგონებში კი ისევ დიანა დარჩიაშვილი დარჩა ლიდერად. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლადაც ვემზადებით, ლასვეგასში, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდ კაზინოში იმართება კარატეს მეტად პრესტიჟული ჩემპიონატი. უნდა აღინიშნოს, რომ ლასვეგასის „ოფენ ამერიკაზე“ სპეციალური შერჩევით ხდება ქვეყნების და ნაკრებების მიწვევა და ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველო უკვე მესამე წელია უცვლელად არის ამ სიაში. ასევე საკმაოდ პრესტიჟული საერთაშორისო ჩემპიონატი გვაქვს წინ, რომელიც თურქეთიში, სტამბულში, 5-7 აპრილს გაიმართება. აქაც გავემგზავრებით და იმედი მაქვს, რომ დიდი სპორტული ნადავლით დავბრუნდებით. 17 მარტს, სპორტულ კომლპექს „მართვეში“, 18 წლამდელთა შორის გამართულ ჩემპიონატზე, ბევრი ახალი კანდიდატურა გამოჩნდა ასპარეზზე, რომლებსაც მალე ავიყვანთ ჯერ სათადარიგო და შემდეგ კიდევ ძირითად ნაკრებში. კარატეს ეროვნული ნაკრების წევრობა, მეტად დიდი პატივია თითოეული სპორტსმენისათვის, ამიტომაც, განსაკუთრებით ვარჩევთ მათ. დღეს საქართველოს ყველა რეგიონის 800-მდე კარატისტი ასპარეზობდა სხვადასხვა ასაკსა და წონით კატეგორიაში“, - აღნიშნა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ. ამის შემდეგ, „არაი თუმოროუ“, საქართველოს კარატეს ეროვნული ფდერაციის შეჯიბრებებზე სპონსორის სახით მოგვევლინება, რომელმაც პირველი ნაბიჯი აღნიშნულ საქართველოს ჩემპიონატზე უკვე გააკეთა. „აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია ერთ-ერთი დიდი, მზარდი და კარგი სპორტული ორგანიზაციაა. დღეს ჩვენ ამ ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენები სპეციალური პრიზებით დავასაჩუქრეთ. „არაი თუმოროუ“ შეეცდება, რომ მუდმივად იყოს ქართული კარატეს, ჯანსაღი სულისა და სხეულის სამსახურში. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დღეს გარკვეული სტიმული შევიტანეთ ქართველ კარატისტებში. ეს საჩუქრები მათ ნამდვილად ეკუთვნით, უფრო მეტს იმსახურებენ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს კარატეს ეროვნულ ნაკრებს საერთაშორისო და ევროპა-მსოფლიო ჩემპიონატებზე. მადლობას ვუხდი ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ კახა ბასილიას იმისთვის, რომ ისეთ დიდ საქმეში, როგორიცაა კარატეს განვითარება და პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ - „არაი თუმოროუს“, პატარა წვლილი შეგვატანინა“, - განაცხადა „არაი თუმოროუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ელენე ქარუმიძემ. ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი უკან დაბრუნება |