ევრაზიის თასი საქართველოშია
|
ევრაზიის თასი საქართველოშია საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრებმა 9-10 მარტს ისრაელის ქალაქ ელათში გამართულ ევრაზიის საერთაშორისო ტურნირში თავი ისახელა. ტურნირში მონაწილეობდნენ ევრაზიის რეგიონის საუკეთესო გუნდები. საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდმა ამ ტურნირზე ინდივიდუალურ წონით კატეგორიებში 1 ოქროს (ჰენრი ვეკუა -75 კგ.) 1 ვერცხლის მედალი (ირაკლი ტყებუჩავა -67 კგ.), შოთა გორელაშვილი მეორე ადგილი -75 კგ.) და 1 ბრინჯაო - მესამე ადგილი (დავით ტყებუჩავა -60 კგ.) მოგვიტანეს ჩვენმა კარატმენებმა. „მთავარი - „ევრაზიის თასი“ გუნდურ კუმიტეში ჩვენმა ნაკრებმა დაისაკუთრა. საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდმა ფინალში მასპინძელი ისრაელი დაამარცხა. ევრაზიის თასის გათამაშება ერთობ პოპულარული ტურნირია მსოფლიოს კარატეს სამყაროში და ამიტომაც აღნიშნული შეჯიბრი, სპეციალურად დაამთხვიეს ქალაქ ელათის დღეების დიდ დღესასწაულს. კარატეს ტურნირის გარდა, ჩატარდა მრავალი კულტურული ღონისძიება. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა შეხვდა ისრაელის სპორტისა და კულტურის ხელმძღვანელებს, სადაც შედგა მოლაპარაკება და მალე ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც გაითვალისწინებს სპორტულ-კულტურული დელეგაციების გაცვლას და ერთობლივი ღონისძიებების გამართვას“, - განაცხადა ისრაელიდან დაბრუნებულმა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ. უკან დაბრუნება |