პოლიციამ უაქციზო საქონლით მოვაჭრეები დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ბრალდებით; 1976 წელს დაბადებული ანგელინა გ. 1956 წელს დაბადებული ალექსანდრე ი. და 1964 წელს დაბადებული გიორგი ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ანგელინა გ-ს დის კუთვნილი საცავიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, 70 ათას ბოთლზე მეტი, სხვადასხვა დასახელების უაქციზო სპირტიანი სასმელი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-შენახვა-რეალიზაცია-გადაზიდვა) მე–2 და მე–3 ნაწილით მიმდინარეობს.

 


უკან დაბრუნება