მამა იოანე: ადამიანის სული იმას ემსგავსება რაც მას უყვარს
|
ავტორი თინათინ ბეკოშვილი
მიწიერი სიამოვნება ეს არის ამქვეყნიური მატერიისაკენ ტკბობა,როდესაც ადამიანი განეშორება ღვთის მადლს დაივიწყებს ყოველივე ღვთიურს და ჩაეფლობა ყოველდღიური საზრუნავით გაჯერებულ ცხოვრებაში - ამბობს სოფელ დიღმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე ჩიგოგიძე. ის გვარების შეკრების საგვარეულო კავშირის და გვართა ისტორიების წარმოჩინების საქველმოქმედო კავშირის მოძღვარი. არის მრავალი მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ავტორი და მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო ფესტივალის „წმინდა ანდრიას ჯვარი“-ს ლაურეატი. ასევე მიღებული აქვს სიგელი ტიტულით „მომლოცველი იერუსალიმის წმინდა მიწის ახალი ათასწლეულისა“. მამა იოანე: ღმერთმა შექმნა გონიერი ადამიანი და მიანიჭა მას პიროვნული ღირსება, ინიციატივისა და საკუთარ ქმედებათა პატრონობის უნარი. „მან დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა დატოვა“ (ზირაქ 15,14) ისე, რომ ადამიანმა სპონტანურად ეძებოს თავისი შემოქმედი და მისკენ მოქცევით თავისუფლად მიაღწიოს მთლიანსა და ნეტარ სრულყოფილებას. თავისუფლება თავის სრულყოფილებას აღწევს, როცა მიმართულია ღვთისაკენ, რომელიც ჩვენი ნეტარებაა. თავისუფლება გულისხმობს კეთილსა და ბოროტს შორის გარჩევას, და ამის შემდეგ მოიცემა შესაძლებლობა წინსვლისა სრულყოფის გზაზე, მაგრამ ადამიანის თავისუფლება და სასრული შეცდომებისაგან დაუზღვეველია. მართლაც, ადამიანმა შესცოდა. მან ნებაყოფლობით უარყო რა სიყვარულით აღსავსე საღვთო განგებულება თვითონ მოატყუა საკუთარი თავი და ცოდვას დაემონა. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: გალატელთა ეპისტოლეში (გალ.5.1) მის მიერ ვეზიარებით ჭეშმარიტებას, რომელიც გვათავისუფლებს". წმინდა იოანე მახარებელი კი ასე გვმოძღვრავს (იოან.8.32), ჩვენ მოგვცა სული წმინდა და როგორც მოციქული გვასწავლის „უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქვე თავისუფლებაა“. ასევე წმინდა პავლე მოციქული შეგვაგონებს, რომ „ღვთის შვილთა დიდებითა და თავისუფლებით“ ვსარგებლობთ. ადამიანის ქმედება, ანუ სინდისის განსჯით, ნებაყოფლობით, არჩეული საქციელი ზნეობრივად შეფასებადია. ისინი ან კეთილია ან ბოროტი. - მამაო, რა არის ვნება? - ტერმინი „ვნებები“ ქრისტიანული ტრადიციის მემკვიდრეობას მიეკუთვნება. გრძნობებსა და ვნებებში იგულისხმება ემოციები ან გრძნობების მოძრაობები, რომლებიც უბიძგებენ ადამიანს მოქმედებისაკენ, რომელიც დანახული ან წარმოდგენილია, როგორც კეთილი ან ბოროტი ვნებები ადამიანური ფსიქიკის ბუნებრივი კომპონენტია; ისინი ამტკიცებენ და უზრუნველყოფენ გრძნობებსა და სულიერ ცხოვრებას. მაცხოვარი მიუთითებს ადამიანის გულზე, როგორც წყაროზე, საიდანაც იშვება ვნებათა ღელვა. ვნებები მრავალია, მათგან უმთავრესია სიყვარული, რომელიც გამოწვეულია სიკეთისკენ მიზიდულობით. ბოროტების შიში კი იწვევს სიძულვილს, წინააღმდეგობასა და ცუდი მომავლის შიშს. წმინდა თომა აქვინელი ბრძანებს; „სიყვარული არის ვინმეს მიმართ სიკეთის ნდომა“ ვნებები, თავისთავად, არც კეთილია და არც ბოროტი. ისინი ზნეობრივ შეფასებას ღებულობენ მხოლოდ იმ ზომით, რა ზომითაც ეფექტურად არიან დამოკიდებული გონებასა და ნებაზე. ქრისტეს მიერ ადამიანურ ვნებებს შეუძლია მიიღონ თავიანთი სრულყოფა საღვთო სიყვარულისა და ნეტარების შემწეობით. „ნეტარობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს“. (ფსალმუნი დავითისა.84.3) - რა არის მიწიერი სიამოვნება? - მიწიერი სიამოვნება ეს არის ამქვეყნიური მატერიისაკენ ტკბობა, როდესაც ადამიანი განეშორება ღვთის მადლს, დაივიწყებს ყოველივე ღვთიურს და ჩაეფლობა ყოველდღიური საზრუნავით გაჯერებულ ცხოვრებაში. ამ სიამოვნებაში ბევრი რამ შეიძლება ჩაითვალოს და ეს ყოველივე კი ეწინააღმდეგებოდეს ღვთის კანონს, ზნეობას, რომელზედაც ზემოთ გესაუბრეთ. ადამიანის სული იმას ემსგავსება, რაც მას უყვარს, თუ მიწიერი საგნები უყვარს მას, მიწიერად იქცევა იგი, თუ ღმერთი უყვარს ღვთიურად. დიდმა ვაჟა ფშაველამ ბრძანა: „ბევრი სჭირს კაცის გონებას ამაოება მტკნარია, თუ რამ მადლს იზამს ამქვეყნად ამით იცოცხლებს მკვდარია. ძვირფასო მხოლოდ სული გვაქვს, სხვა დანარჩენი მჩვარია, ან ცეცხლი დასწვავს... თავისად მოიხმარს მიწა მყარია. მაინც რომ სულის ბუნება მონა როდია მიწისა: თავისი სამფლობელო აქვს თავის გზა კარგად იცისა“. - და მაინც რა არის ადამიანის მთავარი ღირსება? - „ადამიანის ღირსება განიზომება მხოლოდ გონებრივი სიმაღლით, ზნეობრივი სისპეტაკით და იმ სიკეთით, რომელსაც თესავს ის თავისი მოღვაწეობით“. ბრძანებს დიდი იაკობ გოგებაშვილი და ეს ღირსება მის სწორ არჩევანშია. სიკვდილის შემდეგაც უნდა გამოიჩინოს ღირსებამ, კეთილი ნაყოფი მომავალი თაობების აღსაზრდელად. რომენ როლანი წერს: „არაფერია ისე მიმზიდველი როგორც ნებისყოფა, რომელიც ურჩ სხეულს ამარცხებს." არ შეილახო ღირსება, - ყელს მოგებჯინოს სულიცა, - არ ჩაიდინო ბოროტო, არ დაემონო სურვილსა! პანჩატანტრა. უკან დაბრუნება |